უტუხელოდ

ლონდონის ჩელსი საემიროებში ჩავიდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე სათამაშოდ. თუმცა მათთან ერთად არ არის მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი. გერმანელი სპეციალისტი კოვიდს ებრძვის.

ასევე აკლიათ მთავარი მეკარე ედუარ მენდი, რომელიც კვირას სენეგალის ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა და ახლა დაკარში ზეიმობს.

სამაგიეროდ დაუბრუნდათ ინგლისის ნაკრების მცველი, რის ჯეიმსი, რომელსაც ტრავმის გამო დეკემბრის შემდეგ აღარ ეთამაშა.

ტურნირი 3 თებერვალს დაიწყო. ჩელსი კი შეჯიბრში ნახევარფინალიდან, 9 თებერვლიდან ჩაერთვება.

No description available.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *