უქმე ინგლისი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საიტზე დაიდო პეტიცია, რომელიც შეიცავს თხოვნას – თუ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ს მოიგებს, ქვეყანაში უქმე დღე გამოცხადდეს.

No description available.

ამ დროისათვის პეტიციას უკვე 60 ათასმა ადამიანმა მიაწერა ხელი, თუ ეს ციფრი 100 ათასს მიაღწევს, პარლამენტი ვალდებული გახდება თხოვნა განიხილოს.

ევრო 2020-ის ფინალი 11 ივლისს გაიმართება ლონდონში, უემბლის სტადიონზე. ინგლისის ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. თბილისის დროით თამაში 23 საათზე დაიწყება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *