არგენტინელი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას უცნაურობებზე ლეგენდები დადის. საწვრთნელი მეთოდებიც თავისებური და ძალიან მკაცრი აქვს. ამბობენ, ფეხბურთის მეტი საერთოდ არაფერი აინტერესებსო.
აი, ახლაც, ლიდსის გენერალური დირექტორი, ანგუს კინერი ამბობს: „კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ბიელსას ნახევარი წლის წინათ ჩამოვართვით ხელი, მაგრამ იმდენადაა საქმეში ჩართული, რომ ხელშეკრულება მხოლოდ ამ კვირაში გაფორმდება. ის ყოველდღე მესაუბრება მეც და კლუბის მფლობელ ანდრეა რადრიცანის.“
იგივე ვითარება იყო შარშანაც, როცა ბიელსამ კონტრაქტს ხელი სეზონის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოაწერა.
ალბათ გახსოვთ, ცოტა ხნის წინათ ლიდსის ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესზეც იყო საუბარი.
ლიდსი პრემიერლიგის ახალ სეზონს 14 აგვისტოს, მანჩესტერ იუნაიტედთან სტუმრობით გახსნის.