უცნაური კაცი

უცნაური კაცია ნიდერლანდელი დიკ ადვოკაატი. წლეულს მაისში მან სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა და ლამაზად წავიდა. იმ დღეს მისმა ფეიენოორდმა უტრეხტი 2:0 დაამარცხა და კონფერენციის ლიგის საგზური მოიპოვა (უკვე არნე სლოტის ხელმძღვანელობით, ფეიენოორდმა კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში კოსოვოს დრიტას (0:0, 3:2) მოუგო და მესამე რაუნდში, ხვალ სტუმრად ეთამაშება შვეიცარიულ ლუცერნს).

Football: Dick Advocaat to leave Netherlands job - Sportstar

ადვოკაატი თვალცრემლიანი დაემშვიდობა ფეხბურთელებსა და მაყურებლებს. გულშემატკივრები ფეხზე წამომდგარი აცილებდნენ 73 წლის სპეციალისტს. კარიერის დამთავრების თაობაზე კი მანამდე ნახევარი წლით ადრეც განაცხადა: ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ადრეც მითქვამს, მაგრამ ახლა უკვე ნაღდია. ეს თვეები ბოლოა ჩემს საწვრთნელო კარიერაშიო.

1 აგვისტოს კი მსოფლიოს სააგენტობმა გვამცნეს: ადვოკატმა კარიერა დაასრულა, მაგრამ ეკზოტიკური წინადადება მიიღო და ერაყის ეროვნული გუნდი ჩაიბარა, რომელსაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მოამზადებსო. ეკზოტიკური ეძახეთ და ერაყის ფეხბურთის ფედერაცია წელიწადში მას 2,5 მილიონ ევროს გადაუხდის.

სხვათა შორის, ადვოკატის ადგილზე, შეიძლებოდა რუსეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, სტანისლავ ჩერჩესოვი აღმოჩენილიყო, მაგრამ სტანისლავ სალამოვიჩმა უარი თქვა, ახლა არც ძალა მაქვს და არც განწყობა ნაკრების გასაწვთნელადო.

 

Dick Advocaat neemt emotioneel afscheid van Feyenoord: 'Blij dat Berghuis  me niet beet hield!' - Rijnmond

ერაყი უკვე მეშვიდე ნაკრებია რომელსაც ადვოკატი დამოძღვრავს. მანამდე ის სამჯერ მუშაობდა მშობლიურ ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში, ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროების, სამხრეთ კორეის, ბელგიის, რუსეთისა და სერბეთის ნაკრებებში.

უცნაური კაციაო, თავში ვთქვით და თავად განსაჯეთ: მან ექვსჯერ დაასრულა კარიერა და ისევ დაბრუნდა.

ეს ამბავი 2009 წელს დაიწყო, სანკტ-პეტერბურგის ზენიტში მუშაობისას. დიკმა მაშინ თქვა, კლუბებს აწი აღარ გავწვრთნიო და ცოტა ხანს ბელგიის ნაკრებში წამუშავების შემდეგ, პსვ ეინდჰოვენი ჩაიბარა.

დიდ ხანს არც იქ გაჩერებულა, 2010 წელს უკვე გუს ჰიდინკი შეცვალა რუსეთის ნაკრების საჭესთან.

2012-ში მან ისევ გამოაცხადა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ, მაგრამ არსად წასულა. ევრო 2012-ზე რუსები ჯგუფიდან ვერ გაიყვანა და ისევ პსვ-ში დაბრუნდა.

2013-ში დიკი უმუშევრად დარჩა და კიდევ ერთხელ თქვა – მივდივარო, თუმცა ცოტა ხანში ალკმაარი ჩაიბარა.

Dick Advocaat: afscheid van Feyenoord in tranen, maar zonder verdriet |  Play-offs eredivisie | AD.nl

მერე იყო სერბეთის ნაკრები და 2015-ში ის ინგლისში წავიდა. იქ სემ ელარდაისობანა ითამაშა, სანდერლენდი პრემიერლიგიდან გავარდნას გადაარჩინა და განაცხადა ის, რაც ახლა იფიქრეთ.

მაგრამ 2016-ში ნიდრლანდების ნაკრების მწვრთნელთა საბჭოში შევიდა. მერე კი თურქეთში წავიდა – ფენერბახჩეში.

ერთი წლის თავზე დიკმა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ტრადიციული განცხადებით დატოვა. მერე იყო ისევ ნიდერლანდებს ნაკრები, როტერდამის სპარტა, უტრეხტი და ისევ ცნობილი განცხადება.

ცოტა ხანს ჩრდილში მოექცა და ფეხბურთის მოყვარულებმა იფიქრეს, ახლა კი ნამდვილად წავიდაო, მაგრამ 2019-ის ოქტომბერში ფეიენოორდი ჩაიბარა. ამ მოვლენამდე ორი თვით ადრე, როტერდამულმა კლუბმა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოთიშა თბილისის დინამო (4:0, 1:1). თუმცა, მაშინდელი თავკაცი იაპ სტამი კლუბის ხელმძღვანელობას თვალში არ მოუვიდა და ადვოკაატით ჩაანაცვლა. დანარჩენზე კი თავში ვთქით.

Advocaat: “Het verschil tussen wedstrijden is nu te groot” – Feyenoord in  Beeld

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *