ხარები-ყოჩები 35:12
ხარები: 5ლ – ჭავჭავაძე (2), ხუციშვილი, ზედგინიძე, მაჭარაშვილი. 2ს,2გ – პეტრიაშვილი.
სინბინი: ჩომახაშვილი, ელოშვილი
ყოჩები: 2ლ – მჭედლიშვილი, საჯარიმო
სინბინი: მარშანია, ჭუმბაძე
მსაჯი: საბა აბულაშვილი
რუსთავის ხარები პირველი გუნდია, რომელმაც ახლად დაწყებულ ჩემპიონატში საპრემიო ქულა მოიპოვა. რუსთაველებმა შინ მიიღეს ბოლნისის ყოჩები და დამაჯერებლად სძლიეს 35:12.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისელებმა 12 ქულა მატჩის პირველ ნახევარში მოაგროვეს, რომელიც საბოლოოდ 12:16 წააგეს.
შესვენების შემდეგ ხარები სრულად ფლობდნენ ვითარებას მოედანზე. ხუთი ლელოდან ორი შერკინების კვაჭის ლევან ჭავჭავაძის ანგარიშზეა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც ის დაასახელეს.
ლელო-აკადემია 29:22
ლელო: 4ლ – პაპიძე, ბერუაშვილი, მამუკაშვილი, საჯარიმო. 2გ – მამუკაშვილი. ა – კალანდაძე
სინბინი: მამუკაშვილი, ნიქაბაძე
აკადემია: 3ლ – მახარაშვილი, ბურდული, ლომაური. ს,2გ – მარგიანი
სინბინი: გოგლიძე, ბეგაძე
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე
ლელოსა და აკადემიას დაპირისპირება საინტერესო, ლამაზ ბრძოლაში წარიმართა. ლელოელები მთელი მატჩის განმავლობაში მუდმივად წინ იყვნენ ანგარიშში. თუმცა, აკადემია ასევე მუდამ ფეხდაფეხ მიყვებოდა და მეტოქეს ამოსუნთქვი საშუალებას არ აძლევდა.
50-ე წუთისთვის ლელოს უპირატესობა საგრძნობი გახდა, რაც ანგარიშზეც ნათლად აისახა – 26:10. აკადემიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიშის ოთხ ქულამდე შემცირება შეძლეს – 22:26.
აკადემიას მოგების შანსი გაუჩნდა. თუმცა, ლელომ ბოლო ძალები მოიკრიბა, მეტოქე თავის ნახევარზე ჩაკეტა და ლელოს გატანაც შეეძლო, მაგრამ მხოლოდ არეკნს დასჯერდა და 29:22 მოიგო. აკადემიამ სანუგეშო საპრემიო ქულა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ კი, ლელოს შერკინების კვაჭი ლევან პაპიძე დაასახელეს.