ფავორიტების წარმატებული სტარტი აკაპულკოს ტურნირზე

მექსიკის ქალაქ აკაპულკოში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა, რომელიც ჩოგბურთელებისათვის ფაქტობრივად გენერალური რეპეტიციაა მოახლოვებული ინდიან უელსის მასტერსის წინ.

ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს ფავორიტებმა – საკუთარი მატჩები დამაჯერებლად მოიგეს რაფაელ ნადალმა და დანილ მედვედევმა.

null

პირველ ნომრად განთესილი დანილ მედვედევი ბენუა პერს ხვდებოდა. საწყისი ორი გეიმი საკმაოდ რთული გამოდგა – ორივე ჩოგბურთელს ქონდა ბრეიკპოინტები, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოხერხდა.

მესამე გეიმში რუსმა მაინც შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და ანგარიშში დაწინაურდა 2:1.

ბევრი მცდელობის მიუხედავად ფრანგმა უკუბრეიკის შესრულება ვერ მოახერხა და სეტიც დათმო 3:6.

 

მეორე პარტიის სტარტზე ბენუას ჩაწოდებები წაუვიდა და საკუთარ გეიმებშ სტაბილურობა “დაიჭირა”. მე-5 გეიმში ბრეიკიც შეასრულა პერმა და მალე 4:2 დაწინაურდა.

თითქოს მესამე სეტი გარდაუვალი იყო, თუმცა დანილმა ძალიან მოინდომა, გამოასწორა სათამაშო დისწიპლინა, ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 6:3 6:4.

ტურნირის 1/8 ფინალში დანილის მეტოქე ესპანელი პაბლო ანდუხარ ალბა იქნება.

კენჭისყრის შედეგად რაფაელ ნადალი რეილი ოპელკას უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ამერიკელმა თამაშზე უარი თქვა, რაფას კი ახალი მეტოქე მოუნახეს – დენის კუდლა.

ამერიკის სახელით მოასპარეზე უკრაინელმა ჩოგბურთელმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია რაფას და 2 სეტში დამარცხდა 3:6 2:6.

ორივე სეტი ერთმანეთს გავდა – ესპანელი ჩოგბურთელი სტარტზევე ასრულებდა ბრეიქს და შემდეგ უპრობლემოდ ინარჩუნებდა მოპოვებულ უპირატესობას.

ტურნირის 1/8 ფინალში ნადალის მეტოქე სტეფან კოზლოვი იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *