ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა რაგბი 7-ის ტურნირის ჯგუფური ეტაპი. ოთხივე პულში ფავორიტებმა მოახერხეს ლიდერობის შენარჩუნება და პლეიოფის საგზურები მოიპოვეს.
A ჯგუფის გამარჯვებული ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა. ფავორიტებმა ჯერ სანხრეთ კორეა გაანადგურეს 50:5, ხოლო შემდეგ არგენტინა 35:14. „ოლ ბლექსს“ ძალიან გაუჭირდა ავსტრალიასთან, როდესაც პირველი ტაიმის შემდეგ 0:12-ს აგებდა, თუმცა კოლიეს და ნიუსტაბის ლელოებით შეხვედრა მაინც მოიგო 14:12 და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
პულში მეორე ადგილი დაიკავა არგენტინის ნაკრებმა და პლეიოფში გავიდა, საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით 1/4 ფინალში „გაძვრა“ ავსტრალიის ნაკრებიც(1 მოგება, 2 წაგება).
B ჯგუფის გამარჯვებული ფიჯის ნაკრები გახდა. „მფრინავმა ფიჯელებმა“ გუშინ იაპონიის (24:19) და კანადის ნაკრებები (28:14) დაამარცხეს, დღეს გამთენიისას კი დიდ ბრიტანეთსაც იოლად სძლიეს 33:7.
პულში მეორე ადგილი დაიკავა დიდ ბრიტანეთმა, მესამე ადგილით პლეიოფშ გავიდა კანადის ნაკრებიც.
C ჯგუფიც სენსაციების გარეშე ჩატარდა. ფავორიტმა სამხრეთ აფრიკამ სამივე შეხვედრა მოიგო და პლიოფში პირველი ადგილით გავიდა. მეორე ადგილი ამერიკის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს ერგო. ჯგუფში მესამე-მეოთხე საფეხურებზე გასული ირლანდია და კენია საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშნენ.
ოლიმპიადის 1/4 ფინალური წყვილები
ახალი ზელანდია – კანადა 12:30 (თბილისის დრო)
დიდი ბრიტანეთი – ა.შ.შ 13:00
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა 13:30
ფიჯი – ავსტრალია 14:00