ფავორიტთა დღე კანადის მასტერსზე

ტორონტოში გრძელდება კანადის საჩოგბურთო მასტერსი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური მატჩები. ოთხივე შეხვედრაში ფავორიტებმა იმარჯვეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

null

მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანმა – სტეფანოს ციციპასმა 76 წუთში გაანადგურა კასპერ რუუდი 6:1 6:4 და ნახევარფინალში გავიდა. ბერძენმა ჩოგბურთელმა სამჯერ დააბრეიკა მოწინააღმდეგე, საკუთარი ჩაწოდება კი არცერთხელ არ წაუგია.სტეფანოსმა 8 ეისი ჩააწოდა და პირველ ჩაოწდებაზე მხოლოდ 4 ქულა წააგო (25-29).
ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას ძალიან ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა და აშკარად ეტყობოდა გადაღლილობა. რუუდმა შეწყვიტა 14 მატჩიანი მოგებათა სერია ATP TOUR-ზე.

null

ტურნირის ნახევარფინალში ციციპასი რეილი ოპელკას შეხვდება, რომელმაც ასევე 2 სეტში – 6:3 7:6 მოუგო რობერტო ბაუტისტა აგუტს.
პირველი პარტიის ბედი ერთადერთმა შესრულებულმა ბრეიკმა გადაწყვიტა – მეოთხე გეიმში ამერიკელმა მეტოქის ჩაწოდება აიღო და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა ეს უპირატესობა სეტის ბოლომდე.
მეორე პარტიის ბედი კი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოპელკამ იდეალურად ითამაშა და მეტოქე 7:1 გაანადგურა.რეილი პირველად გავიდა მასტერსის ნახევარფინალში და შეეცდება რაიმე დაუპირისპიროს იდეალურად მოთამაშე ბერძენს.

null

უაღრესად დრამატული და საინტერესო გამოდგა დანილ მედვედევის და ჰუბერტ ჰურკაჩის მატჩი.

პირველი სეტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა პოლონელმა და ორბრეიკიანი უპირატესობით აჯობა მეტოქეს 6:2.
მეორე პარტიაში დანილი გამოფხიზლდა და „დაალაგა“ თამაში საკუთარ ჩაოწდებაზე, თუმცა მეტოქის გეიმებში მაინც არაფერი გამოსდიოდა.
სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც რუსმა 8:6 იმარჯვა.
გადამწყვეტ, მესამე პარტიაში სულ 3 ბრეიკპოინტი იყო, თუმცა სამივე შემთხვევაში ჩამოწდებელმა მოიგერია ეს საფრთხე. მატჩი ბედი მეცამეტე გეიმს, ისევ ტაიბრეიკს უნდა გადაეწყვიტა – მედვედევმა მალევე შეასრულა მინი ბრეიკი და ჯერ 4:2 დაწინაურდა, შემდეგ 6:3. ჰურკაჩმა 2 მატჩპოინტი მოიგერია, თუმცა მესამე მცდელობით დანილმა შეხვედრას წერტილი დაუსვა და 2019 წლის შემდეგ პირველად მოიგო გადამწყვეტი სეტის ტაიბრეიკი.

null

კანადის მასტერსის ნახევარფინალში მედვედევი ჯონ ისნერს შეხვდება. ამერიკელმა ჩოგბურთელმა 2 სეტში დაამარცხა გაელ მონფილსი 7:6 6:4.
„პატარა ჯონმა“ მატჩის მიმდინარეობისას 13 ეისი ჩააწოდა, მონფილსს კი 12 ეისის წილ 11 ორმაგი შეცდომა ქონდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *