ფავორიტთა „შავი დღე“ ნბა-ში

უაღრესად საინტერესო და სენსაციებით დატვირთული სათამაშო დღე შედგა ნბა-ში. ერთმანეთის მიყოლებით იწვნიეს მარცხი ისეთმა ფავორიტებმა როგორბეიც არიან: ლეიკერსი, ბრუკლინი და მილუოკი.

ვარსკვლავებით გადაჭედილი ლეიკერსი ლიგის ერთ ერთ უსუსტეს გუნდ – ოკლაჰომას ესტუმრა და მოულოდნელად 115:123 დამარცხდა. შეხვედრის მთავარი ინტრიგა – რასელ ვესტბრუკის თავის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება გახლდათ. რასმა ლეიკერსის მაისურით პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა (20 ქულა, 14 მოხსნა, 13 პასი), თუმცა ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოასპარეზე LAL-მა მაინც მტკივნეული მარცხი იწვნია.

სეზონის სტარტზე ძალიან უჭირს „ბრუკლინს“, რომელმაც 5 გამართული თამაშიდან უკვე 3 წააგო. ამჯერად სტივ ნეში გაწვრთნილი გუნდი საკუთარ მოედანზე დამარცხდა „მაიამისთან“ 93:106.

კაირის გარეშე დარჩენილ „ნეთსს“ ისევ დურანტმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა და 11 მოხსნა იყო. „მაიამიმ“ მატჩი გუნდურობით მოიგო – „ჰიტის“ რიგებში ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა 14 და მეტი ქულა (ჰირო 14, დედმონი 14, ტაკერი 15, ბატლერი 17, ადებაიო 24).

წააგო საშინაო მატჩი ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკიმაც“, რომელიც დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ მინესოტასთან დამარცხდა 108:113.

„ბაქსის“ რიგებში გაიბრწყინა იანის ანტეტენკუმპომ, რომელმაც 40 ქულა, 16 მოხსნა, 7 პასი და 3 დაფარება დააგროვა, თუმცა ბერძენის ესეთი თამაში მაინც არ გამოდგა საკმარისი მოსაგებად. „თიმბერვულვზის“ რიგებში ძალიან კარგად იასპარეზა ლიდერთა ტრიომ – ედვარდი 25 ქულა, თაუნსი 25 ქულა, რასელი 29 ქულა.

მინესოტელმა მგლებმა სეზონი მსვენივრად დაიწყეს – 4 გამართული მატჩიდან 3 მოიგეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *