მანჩესტერ იუნაიტედმა სეზონი ცუდად დაიწყო. რაც გუნდისთვის ყველაზე სამწუხაროა, პრინციპულ მეტოქესთან ლივერპულთან შინ 0:5 დამარცხდა. ამ და სხვა მიზეზების გამო აქტიური საუბრები მიდის ოლე-გუნარ სულშერის წასვლაზე.
ბოლო ცნობებით, მისი შეცვლის ყველაზე რეალური კანდიდატი ანტონიო კონტეა. ESPN-ის ცნობით, წითელი ეშმაკების მესვეურებს მიაჩნიათ, რომ კონტე მანჩესტერის ჩაბარების საუკეთესო ვარიანტია. ერთადერთი, რაც ინგლისელებს არ მოსწონთ, ეს ანტონიოს უხეში ხასიათია. კონტე ბოლოს ინტერში მუშაობდა. ნერაძურის იგი 2019-21 წლებში ხელმძღვანელობდა და წინა სეზონში გუნდს სერია ა მოაგებინა.
რაც შეეხება მანჩესტერს, იუნაიტედი პრემიერლიგაში 14 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ტოტენჰემთან ჩაატარებს. ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში ბრიტანელებს 6 ქულა აქვთ, პირველ ადგილზე არიან და უახლოეს ტურში ატალანტას შეხვდებიან.