სლოვაკეთის ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი მე-14 წუთზე შეწყდა… ტრნავას სპარტაკი ბრატისლავის სლოვანს ეთამაშებოდა, როცა მასპინძელთა ფანები სტუმართა გულშემატკივრების სექტორთან გაიქცნენ. ისინიც საბრძოლველად წამოვიდნენ და მასობრივი ჩხუბი დაიწყო მინდორზე, რომელიც გარეთაც გაგრძელდა…
სლოვანში, როგორც იცით, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ, ხოლო მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია. ორივე ქართველი ტრადიციულად სასტარტოში იყო.