პოპულარულ გამოცემა Sportbible-ზე გამოკითხვა ჩატარდა, სადაც გულშემატკივრებმა მათი რჩეული საფეხბურთო ფილმი გამოავლინეს. ყველაზე მეტი ხმა “გოლმა” მიიღო.
“გოლი” მექსიკელ ბიჭზე სანტიაგო მუნიესზეა, რომელიც ჩინურ რესტორანში მუშაობდა და ფეხბურთს სამოყვარულო დონეზე თამაშობდა. იგი ბედის საძიებლად ლოს ანჟელესში წავიდა, საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ნიუკასლის მაისურა მოირგო.
რაც შეეხება საუკეთესო ფილმთა ხუთეულს, ის შემდეგნაირად გამოიყურება.
- გოლი – 6136
- გოლი 2 – 5488
- მწვანე ქუჩის ხულიგნები – 2887
- დაწყევლილი იუნაიტედი – 2912
- ფეხბურთის ფაბრიკა – 2080