ფანტასტიკური გოლი, შესანიშნავი ჩეხეთი და უქულო შოტლანდია

ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფის მეორე მატჩი გავიდა. ჩეხეთი შოტლანდიას შეხვდა და მატჩი ჩეხთა სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.

სანამ უშუალოდ შეხვედრაზე გადავალთ, უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ვიხილეთ. ორმხრივი შეტევები, ფანტასტიკური გოლი და ბევრი კარგი სეივი.

პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და კარგი ორივე ნაკრები კარგად გამოიყურებოდა. საბოლოოდ მაინც ჩეხეთმა აჯობა და ანგარიში გახსნა. 42-ე წუთზე კუფალის ჩაწოდების შემდეგ, პატრიკ შიკმა თავით შეაგდო. საერთოდაც შიკმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში შიკმა დუბლი გაიფორმა. ლევერკუზენის ფორვარდმა დაახლოებით 48 მეტრიდან დაარტყა და არამარტო ჩემპიონატის, არამედ წლის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა.

0:2-ის შემდეგ, შოტლანდია გააქტიურდა და მომენტებიც შეიქმნა, თუმცა ჩეხთა მეკარე ვაცლიკმა მშვენივრად ითამაშა და გოლი არ გაუშვა. საერთოდაც, ჩეხეთმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა.

ჩეხეთის ნაკრები მეორე ტურში ხორვატიას დაუპირისპირდება, შოტლანდია კი ინგლისს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *