ფანტასტიკური ეშლი ბარტი

Tennis - Australian Open - Melbourne Park, Melbourne, Australia - January 17, 2022 Australia's Ashleigh Barty celebrates winning her first round match against Ukraine's Lesia Tsurenko REUTERS/Morgan Sette

მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ეშლი ბარტი მიიჩნევა (ქალთა ერთეულთა თანრიგი). მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ბრწყვინვალე სპორტულ ფორმაში იმყოფება და ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს მეტოქეებს.

პირველ რაუნდში ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა 54 წუთში მოუგო უკრაინელ ლესია ცურენკოს 6:0 6:1. ეშლის ანგარიშზე 5 ეისი და 5 ბრეიკი იყო, საკუთარი ჩაწოდება კი არცერთხელ არ დაუკარგავს.

მეორე წრეში ბარტიმ ამჯერად 23 წლის იტალიელი ლუჩია ბრონზეტი გაანადგურა – 6:1 6:1.
52 წუთში 25 წლის ეშლიმ 5 ეისი ჩააწოდა, 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 5 ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო, ლუჩიას ანგარიშზე კი 1 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა იყო.

null

მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი საშინაო გრანდ სლემის ტურნირზე მესამე რაუნდში ისე გავიდა, რომ ჯამში 3 გეიმი დაუთმო მეტოქეებს და კორტზე 106 წუთი გაატარა. ავსტრალიელ ჩოგბურთელს ზედიზედ 5 მატჩია არ  წაუგია საკუთარი ჩაწოდება და 48 გეიმიანი მოგებათა სერია გააჩნია.

Australian Open-ის მესამე რაუნდში ეშლი ბარტის მეტოქე კიდევ ერთი იტალიელი – კამილა ჯორჯი იქნება, რომელმაც თავიმსხრივ მეორე წრეში დაამარცხა ტერეზა მარტინცოვა 6:2 7:6.

Leave a comment

Your email address will not be published.