ბარსელონამ ანსუ ფატის ტრავმაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, უნიჭიერესი შემტევი სელტასთან (3:3) შეხვედრაში დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
“საღამოს ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ, დადგინდა, რომ ფატის მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება აქვს. მოედანს ვერ დაუბრუნდება, სანამ ტრავმას სრულად არ მოიშუშებს,” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
პრაქტიკა ამბობს, რომ ამ ტრავმის შემდეგ, ფეხბურთელს გამოსაჯანმრთლებლად თვეზე ნაკლები სჭირდება.