ფენომენალური დენ კოულზი და „ALL BLACKS”-ის დამაჯერებელი გამარჯვება ფიჯისთან

ახალი ზელანდიის ნაკრებმა დინედინში უმასპინძლა ფიჯის ნაკრებს და მეტოქე 57:23 დაამარცხა. „ALL BLACKS”-მა სტუმრებს 9 ლელო დაუდო, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას იყო მომენტები, როდესაც ფავორიტებს საკმაოდ გაუჭირდათ.

null

შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, როდესაც შეტევაზე წასულმა ახალმა ზელანდიამ რაქში თამაშის წესი დაარღვია და დაჯარიმდა. ფიჯის „ათიანმა“ ბენ ვოლა ვოლამ მარჯვენა კუთხიდან ზუსტად შეასრულა დარტყმა და 0:3.

„ALL BLACKS” დროულად გამოფხიზლდა და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში 3 ლელო დაუდო მეტოქეს.

მე-8 წუთზე მასპინძლებმა წარმატებით ააგორეს მოლი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში, გრძელ ფრთაზე შექმნეს რიცხობრივი უპირატესობა და საჭრო მომენტში ბურთი სასწრაფოდ გაშალეს ხაზზე, რომელიც ჯორდი ბარეტის ლელოთი დასრულდა.

null

შუამარბის პოზიციაზე „გადმოწეულმა“ ჰავილიმ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ორჯერ გაარღვია ფიჯელთა დაცვა და ლელოებით დუბლი შექმნა, გარდასახვებს ზუსტად ასრულებდა ბოდენ ბარეტი, ასე რომ ანგარიში 21:6 გახდა მასპინძელთა სასარგებლოდ.

28-ე წუთზე ამჯერად სტუმრებმა ააგორეს მოლი, რომელსაც წარმატებით მოწყდა ტუისუე და ფიჯელთა პირველი ლელო დადო 21:11.

null

მეორე ტაიმის სტარტზე ახალ ზელანდიელებმა რამდენჯერმე გაჭრეს სტუმართა დაცვა, რაც საბოლოოდ ბრიჯის ლელოთი დასრულდა.

ფიჯელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ამ სიტუაციამ არ დააბნია და ლელოს ლელოთი უპასუხეს – კუნძულელებმა ეშმაკურად გაითამაშეს აუტი, როდესაც დერეფანში მოგებული ბურთი ისევ ჰუკერს დაუბრუნეს, რომელმაც დაახლოებით 15 მეტრი ირბინა და ბოლო მომენტში იდეალური ოფლოადით 5 ქულა ააღებინა საკუთარ თანაგუნდელს – კუნავულას 26:16.

null

შეხვედრაში გადამწყვეტი სიტყვა შეცვლაზე შემოსულმა მორაგბეებმა თქვეს – ახალ ზელანდიას გაცილებით უფრო ძლიერი მორაგბეები ყავს სათადარიგოთა სკამზე, რომლებიც მატჩში ჩაერთვნენ და ფიჯის დაცვა „გააცამტვერეს“.
შეხვედრის გმირი „ALL BLACKS”-ის სათადარიგო ჰუკერი დენ კოულსი გახდა, რომელმაც მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა და 4 ლელოს დადება მოახერხა.

დენმა 23 წუთიან პერიოდში (52, 63, 72, 75 წუთი) სარაგბო პოკერი შეასრულა და შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი პირადად გადაწყვიტა.

ახალ ზელანდიელთა რიგებში ერთი ლელო ახალგაზრდა უკანახაზელმა ჯორდანმაც დადო, რომელსაც ნაკრების მაისურით ბოლო 2 მატჩი უკვე 6 დადებული ლელო დაუგროვდა (5 ტონგასთან).

ფიჯელებმა 47-ე წუთის შემდეგ, რაც მოახერხეს, მხოლოდ ის იყო, რომ კიდევ ერთხელ ააგორეს მოლი, რომელიც მასპინძლებმა წესების დარღვევით ჩაშალეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა.

„ALL BLACKS”-მა სანახაობრივი მატჩი 34 ქულიანი სხვაობით მოუგო ფიჯის, თუმცა აშკარად გამოჩნდა რომ მოახლოვებული 4 ერის ტურნირის წინ ახალ ზელანდიელებს სამუშაო საკმაოდ ბევრი აქვთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *