არიზონას შტატში, ნბა-ს გასული სეზონის ფინალისტმა „ფინიქსმა“ უმასპინძლა „ნიუ ორლეანს“ და კრის პოლის ფენომენალური თამაშის ფონზე მეტოქე 112:100 დაამარცხა.
გასამართ მატჩს ორივე გუნდი სერიოზული დანაკლისით შეხვდა – „სანზს“ ძირითადი ცენტრი – დეანდრე ეიტონი აკლდა, ხოლო „პელიკანზს“ – ინგრამი-უილიამსონის სუპერ-დუეტი.
შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო, მათ 10-დან 6 სამქუიანი ჩააგდეს და პირველი მეოთხედი 36:22 მოიგეს. ძალიან ცუდად გამოიყურებოდა „სანზის“ უკანახაზელთა ტანდემი – პოლი+ბუკერი. ვარსკვლავურმა წყვილმა პირველ ტაიმში ჯამში 8-ჯერ დაკარგა ბურთი.
მეორე მეოთხედში „ნიუ ორლეანის“ უპირატესობამ 20 ქულასაც უწია – ძალიან კარგად თამაშობდა ლიტველი ცენტრი იონას ვალანჩნასი, რომელმაც პირველ ტაიმში 16 ქულა+8 მოხსნა დააგროვა.
პირველი ტაიმის ბოლოსკენ „სანზმა“ მიკალ ბრიჯესის (22 ქულა მატჩში) ზუსტი ტყორცნების ფონზე მეტოქესთან ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირა 48:59.
მატჩის მეორე ნახევარში საუცხოოდ ათამაშდა „პატარა გენერლად“ წოდებული კრის პოლი, რომელმაც 14 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა „გაჩარხა“ საკუთარი გუნდისთვის. CP3-მ აათამაშა „ბიგმენები“ – ფრანკ კამინსკიმ 17 ქულა ჩააგდო, ჯაველ მაკგიმ კი 18.
მესამე მეოთხედის მსვლელობისას სტუმართა 20 ქულიანი ჰანდიკაპი 65:62-მდე ჩამოდნა და ნელ – ნელა „ფინიქსმა“ ხელთ იგდო როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სათამაშო უპირატესობა.
უკანასკნელი, მეოთხე მეოთხედი „სანზმა“ 36:18 მოიგო და მასთან ერთად მატჩიც – 112:100.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრის პოლი დასახელდა, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 18 პასი იყო. CP3-ს კარიერულად 10,346 შედეგიანი პასი დაუგროვდა და ნბა-ს საუკეთესოთა მეპასეთა რეიტრინგში გადაასწრო ლეგენდარულ სტივ ნეშს(10335).
რეიტინგში, „პატარა გენერლის“ წინ მხოლოდ ჯეისონ კიდი (12,091) და ჯონ სტოქტონი არიან (15,806).
Congrats to @CP3 of the @Suns for moving up two spots into 3rd on the all-time ASSISTS list! #NBA75 pic.twitter.com/AnoAg7yYIo
— NBA (@NBA) November 3, 2021
„პელიკანზთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, „სანზმა“ მიმდინარე სეზონში მოგება/წაგების ბალანსი გაათანაბრა 3:3, ხოლო „ნიუ იორლანი“ ისევ დასავლეთ კონფერენციის ცხრილის ფსკერზე დაილექა ბალანსით 1/7.