ფენომენალური ლუკა დონჩიჩი და გამარჯვება შვედეთთან

2023 წლის საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სლოვენიამ ურთულეს ბრძოლაში სტუმრად დაამარცხა შვედეთი 84-81.

მატჩის გმირი ლუკა დონჩიჩი გახდა – სლოვენიელმა გამთამაშებელმა 36 წუთში 31 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სლოვენიამ C ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა (4 მოგება, 2 წაგება) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

პირველ ადგილზე კი ფინეთი გავიდა – ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში ფინელებმა ლაური მარკანენის ზუსტი სამქულიანის წყალობით უკანასკნელ წუთზე მოუგეს მატჩი  ხორვატიას 81-79.

null

ნაწვნევი მარცხის ფონზე ხორვატებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს და მომდევნო ეტაპის საგზურის გარეშე დარჩნენ. (ფინეთი, სლოვენია და შვედეთი მეორე ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ).

 

C ჯგუფი:

1. ფინეთი 5-1

2.სლოვენია 4-2

3. შვედეთი 2-4

4. ხორვატია 1-5

Leave a comment

Your email address will not be published.