ფენომენალური სტეფ კარი

NBA-ს სუპერ ფინალური სერიის მეოთხე მატჩში გოლდენ სტეიტმა სტეფ კარის 43 ქულის წყალობით სტუმრად 107-97 დაამარცხა ბოსტონი და საპლეიოფო სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2:2.

null

სერიის წინა შეხვედრებისგან განსხვავებით გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა სასტარტო ხუთეული – კევინ ლუნის ნაცვლად ოტო პორტერს დააწყებინა პირველივე წუთიდან. ამ გადანაცვლებით ვორიორზი უფრო “მსუბუქ და სწრაფ” კალათბურთს თამაშობდა, თუმცა  “საჭადრაკო ცვლილებამ” აშკარად არ გაამართლა – ბოსტონმა მატჩი 11-4 გაქცევით გახსნა, სტუმრებმა კი ზედიზედ 5 სამქულიანი გააფუჭეს.

მასპინძელთა რიგებში მშვენივრად გამოიყურებოდა ბრაუნ+ტეიტუმის დუეტი. მათი კარგი ასპარეზობის ფონზე “სელტიქსი” აკონტროლებდა მატჩის მიმდინარეობას.

სტივ კერმა დროულად შემოუშვა პარკეტზე კევინ ლუნი და “გოლდენ სტეიტიც” დალაგდა – ჯერ ვიგინსმა ჩასვა ზედიზედ 2 შეტევაში სამქულიანი, შემდეეგ კი სტეფ კარის დროც დადგა, რომელმაც მეოთხედი 12 ქულით დაასრულა.

პირველი პერიოდი მაინც მასპინძლებმა მოიგეს – უილიამსების მიერ გათამაშებული ლამაზი კომბინაცია გრანტის ზუსტი სამიანით დასრულდა 26:25.

null

მეორე მეოთხედის სტარტზე უკეთესი სტუმრებს გამოუვიდათ – სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა კალათბურთელებმა 5:0 გაქცევა მოაწყვეს და ლიდერობა დაიბრუნეს, თუმცა მცირე ხნით – ჯეილენ ბრაუნმა დროულად აიღო საკუთარ თავზე ლიდერობა და პირადად აღადგინა წონასწორობა 39:39.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ ორივე გუნდს “დიდი გამყინვარება” დაეწყო შეტევაში – დაცვით კალათბურთში კი სელტიქსი ბევრად უკეთესად გამოიყურება – 3 წამიან ზონაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მასპინძლებმა მატჩის პირველი ნახევარი 54:49 მოიგეს.

მეორე ტაიმის სტარტზე “სფლეშ ბრაზერსმა” ანგარიში მარტივად გაათანაბრა – ჯერ სტეფმა ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, რასაც ტომფსონის სამქულიანი მოყვა.

ბოსტონი დროულად გამოფხიზლდა – მარკუს სმარტმა ზედიზედ ორჯერ მოპარა ბურთი საშინელ სპორტულ ფორმაშ მყოფ დრაიმონდ გრინს და მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ ანგარიშში.

null

ფინალურ სერიაში თითქოს ტრადიციად იქცა, რომ გოლდენ სტეიტი მესამე მეოთხედს იგებს – გამონაკლისი არც ეხლა ყოფილა – სტეფ კარიმ პირველ ტაიმში აღებულ 19 ქულას მესამე პერიოდში 14 მიამატა და უკანასკნელ 12 წუთეულს ვორიორზი უკვე ლიდერის რანგში შეხვდა 79:78.

მეოთხე მეოთხედის სტარტზე ბოსტონმა დაცვაში მოუმატა აგრესიულ თამაშს, მარტივად დაიბრუნა ანგარიშში ლიდერობა და მალე მათმა ჰანდიკაპმა +5 მიაღწია.

ვორიორზის რიგებში ისევ კატასტროფულად გამოიყურებოდა დრაიმონდ გრინი, რომელსაც მიმდინარე სუპერ ფინალში უფრო მეტი ფოლი აქვს ვიდრე ქულა(18 ფოლი, 17 ქულა). სტივ კერმა სწორედ ამ მიზეზით მძიმე ფორვარდი სკამზე გადასვა და ისევ მსუბუქ ხუთეულს დაუბრუნდა.

გოლდენ სტეიტს “ქამბექი” ჭირდებოდა და საჭირო დროს “აენთო” ენდრიუ ვიგინსი – სტუმართა  ფორვარდმა(17 ქულა+16 მოხსნა) დაცავშიც და შეტევაშიც ბევრი იმუშავა და საკუთარ გუნდს დაუბრუნა ლიდერობა 95:94.

ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული ბოსტონი “აიჭრა”, სტეფ კარიმ კი თავისი ცივსისხლიანი სროლებით 10 ქულამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა და ბოლო ლურსმანი ჩააჭედა საკუთარი გუნდის გამარჯვებას 107-97.

მატჩის საუკეტესო მოთამაშე სტეფ კარი გახდა, რომლის ანგარიშზეც 43 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. გოლდენ სტეიტის ლიდერმა თამაშიდან 26 ბურთი ესროლა და 14 ჩააგდო (14-დან 7 სამქულიანი). 17 სროლის შემდეგ 18 ქულა ქონდა კლეი ტომფსონს, სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა ენდრიუ ვიგინსმა 17 ქულა+16 მოხსნა.

ბოსტონის რიგებში 23 ქულა დააგროვა ტეიტუმმა, 21 ჯეილენ ბრაუნმა, 18 მარკუს სმარტმა, 16 სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა დერიკ ვაითმა.

გოლდენ სტეიტმა ზედიზედ 27-ე საპლეიოფო სერიაში მოიგო მინიმუმ ერთი გასვლითი მატჩი.

NBA- სუპერ ფინალური მატჩების ისტორიაში დრაიმონ გრინი მერვე ადგილზე გადავიდა შესრულებული ჩაჭრების რაოდენობით, გადაასწრო რა ლეგენდარულ დუვეინ ვეიდს.

2022 წლის სუპერ ფინალის სერიის მეოთხე მატჩში დრაიმონდმა 4 ჩაჭრა განახორციელა და ჯამში 56 დაუგროვდა.

null

გოლდენ სტეიტის და ბოსტონის სუპერ ფინალურ სერიაში ანგარიში 2-2 გახდა. მორიგი მატჩი უკვე ვორიორზის საკალათბურთო არენაზე გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.