ფერგი: ვისზე დამწყდა გული? მის მშობლებს სახლი უყიდეს და იუნაიტედზე უარი თქვა…

სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვას ჯადოქრული ფასი აქვსო, ბრიტანეთში ხშირად დაუწერიათ… შორს რომ არ წავიდეთ, კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებაც სწორედ ფერგის უკავშირდება.

ლეგენდარულ შოტლანდიელს ჰკითხეს, თუ რომელ ფეხბურთელზე დასწყდა გული, რომლის გუნდში მიყვანაც სურდა და ვერ მოახერხა…

„უცებ თავში ერთი კაცი დამიტრიალდა: პოლ გასკოინი. ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო და ვფიქრობ, ჩვენ რომ გვეყიდა, მისი კარიერა სხვაგვარად წარიმართებოდა. არ ვამბობ, რომ ცუდი კარიერა ჰქონდა, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედში ულაპარაკოდ უკეთესი ექნებოდა.

…გასკოინი ჩვენთან გადმოსვლას შეგვპირდა, მერე კი დასასვენებლად წავიდა. გარკვეული დროის შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ტოტენჰემში გადავიდა, რადგან მათ გაზას  მშობლებს სახლი უყიდეს 94 000 გირვანქად. ამის დაჯერება მიჭირდა.

…სნეიდერი? რამდენჯერმე დაიწერა, მაგრამ ჩვენ მისით არასოდეს დავინტერსებულვართ“ (goal)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *