ფერდინანდი: “რა უნდა მესის ძირს?” 

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, პარკ დე ფრანსზე პსჟ-მ სიტი დაამარცხა. მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება მესის სადებიუტო გოლს ელოდებოდა და ისიც შედგა. თამაშის შემდეგ, რიო ფერდინანდმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ საჯარიმო დარტყმის დროს, პსჟ-ს ფეხბურთელებს ფეხებს ქვეშ მესი დაწვა, რათა დაბალი ტრაქტორიით გაგზავნილი ბურთი მათ შორის არ გამძვრალიყო

“როდესაც პოჩეტინომ ლეოს ვარჯიშზე ამის გაკეთება სთხოვა, ვინმე უნდა მისულიყო და ეთქვა: “არა, არა, არა – ლეო მესიმ ეს არ უნდა გააკეთოს”. ეს უპატივცემულობაა, მე რომ გუნდში ვყოფილიყავი, მის მაგივრად დავწვებოდი. მან მაისური არ უნდა დაისვაროს, ეს ის არაა, რასაც მესი უნდა აკეთებდეს,” – თქვა BT Sport-თან რიომ

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *