მადრიდის რეალმა, შესაძლოა, ბენფიკასა და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი, ენცო ფერნანდესი შეიძინოს.
არგენტინელი მეორე ახალგაზრდა შუახაზელის, ჯუდ ბელინგემის ალტერნატივად მოიაზრება, რომელიც სამეფო კლუბის მთავარი სატრანსფერო მიზანია. მადრიდელები ყველა ღონეს ხმარობენ ჭაბუკი ინგლისელის ხელში ჩასაგდებად, თუმცა ლივერულისგან სერიოზულ კონკურენციას წააწყდებიან.
მერსისაიდულმა კლუბმა გასულ ზაფხულს ორელენ ტჩუამენი ვერ გაიფორმა, მან რეალში გადასვლა არჩია. ამიტომ ახლა ლივერპული გაორმაგებული სურვილით ეცდება დორტმუნდის შუახაზელის გადაბირებას.