ფერნანდო სანტუში: მსგავსი რამ მხოლოდ დიდ მოთამაშეებს შეუძლიათ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, პორტუგალიის ნაკრებმა ირლანდიის ეროვნული გუნდი 2:1 დაამარცხა. ირლანდია 1:0-ს იგებდა, 89-ე და 96-ე წუთებზე კი რონალდუმ გაიტანა. ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე უკვე 111 გოლია და ამით ლეგენდარული ალი დაეის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც ნაკრებში 109 ბურთი აქვს შეგდებული.

აღნიშნულ მოგებაზე და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდზე პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ისაუბრა.

“ეს არის რონალდუ, ის ყოველთვის ასეთია. თამაშს ვაგებდით და ბოლო წუთებზე 2 გოლი გაიტანა. ასეთი რამეების გაკეთება მხოლოდ დიდ მოთამაშეებს შეუძლიათ, კრიშტიანუ კი ერთ-ერთი მათგანია.”-განაცხადა ფერნანდუ სანტუშმა უეფას ოფიციალურ გვერდთან საუბრისას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *