ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში პორტუგლიის ნაკრები ბელგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, პორტუგალიელთა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა ისაუბრა.
“ჩვენს პრინციპებს არ ვუღალატებთ. თუ რაიმე ცვლილებას შევიტანთ, ეს მხოლოდ იმიტომ რომ გარკვეული გზა გვაქვს არჩეული. თამაშის სტილს მეტოქიდან გამომდინარე არ ვცვლით, ეს პატარა გუნდების საქმეა. 4 დღე დავისვენეთ და ვფიქრობ ეს საკმარისია. ჯერ არ ვიცი ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში.
ბელგიელებს რეგულარულად გააქვთ გოლები და მარტივად თამაშობენ. მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომლებსაც მატჩზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ვფიქრობ ბელგიელები პირად მეურვეებს არ გამოიყენებენ. ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალია და მთავარი მოგებაა, ლამაზი ფეხბურთი კი მეორე ადგილზე დგას.”-განაცხადა სანტუშმა.
პორტუგალიის და ბელგიის ნაკრებები ერთმანეთს დღეს 23:00-ზე შეხვდებიან, მატჩი სევილიაში გაიმართება.