ფერნანდუ სანტუში: რონალდუს ბოლომდე ვენდობით

ერთა ლიგის მე-6 ტურში პორტუგალიის ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ფერნანდუ სანტუშმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

“რონალდუს ბოლომდე ვენდობით. ესპანეთის ნაკრებთან გოლის გატანის 3-4 შანსი ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ შეაგდო. ის კვლავაც მაღალ დონეზე თამაშობს. დღეს ვერ გაიტანა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს არის ფეხბურთი.” – ციტირებს სანტუშის სიტყვებს Mundo Deportivo.

ერთა ლიგის A დივიზიონის მეორე ჯგუფი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც 11 ქულა დააგროვა, მეორეზე 10 ქულიანი პორტუგალია გავიდა, მესამე პოზიცია 9 ქულით შვეიცარიამ დაიკავა, ბოლო ადგილზე კი 4 ქულიანი ჩეხეთი გავიდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *