ფეხბურთიდან მხოლოდ ფული…

ფიფას ყოფილმა თავკაცმა, 86 წლის ზეპ ბლატერმა გადაჭარბებული კომერციალიზაციისთვის გააკრიტიკა ჯანი ინფანტინო…

„დღეს ფიფა ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება დიდი თანხა გამოწუროს ფეხბურთიდან. გამოწუროს, როგორც წვენი ლიმნიდან. მაგალითად, 48-გუნდიანი მუნდიალი. ან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, არადა ფიფას არანაირი საქმე არ აქვს საკლუბი ფეხბურთთან“ (Die Zeit)

შეგახსენებთ, ფიფას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ როგორი იქნება ფორმატი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატში. სამგუნდიანი 16 ჯგუფი თუ ოთხგუნდიანი 12 ჯგუფი?

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *