აი, რა არის ფეხბურთი და რას ნიშნავს დაფასება… რუმინული ბუქარესტის დინამოს ხელმძღვანელობამ 2021/2022 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო. მაისურებზე იმ 2000 ფანის სახელ-გვარია დაწერილი, რომლებიც სამი წლის წინ კლუბს ფინანსურად დაეხმარნენ. მეტიც, გაბანკროტებისგან იხსნეს.
ბუქარესტის დინამო დიდი ტრადიციების კლუბია. რუმინეთის 18-გზის ჩემპიონი და 20-გზის თასის მფლობელი, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალებშიც ხშირად გასულა და ერთხელ ნახევარფინალშიც იყო. ბოლოს კი ჩემპიონი 2007 წელს გახდა.