„ფილადელფიამ“ ბენ სიმონსს ომი გამოუცხადა

„ფილადელფიამ“ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება არ გადაუხადოს 8.25 მილიონი დოლარი ბენ სიმონსს, რომელიც კალათბურთელს პარასკევს უნდა მიეღო ხელფასის სახით. „76-ერსის“ ასეთი ქმედების მიზეზი მარტივია – სიმონსი საწვრთნელ ბანაკში არ გამოცხადდა და უარს ამბობს კლუბში ვარჯიშზე“ – ინფორმაციას ავრცელებს The Athletic-ის ინსაიდერი შემს ჩარანია.

„ყველა ვარსკვლავთა მატჩის სამგზის მონაწილე ბენ სიმონსი ელოდება ტრეიდს ნბა-ს რომელიმე სხვა გუნდში და ძალიან კარგად იცის რომ, ასეთი საქციელისთვის მას დასჯიან.

ბენის მიერ ფილადელფიასთან გაფორმებული 5 წლიანი კონტრაქტის სტრუქტურით(ჯამში 177.2 მილიონი) 1 ივლისს და 1 ოქტომბერს სიმონსმა უნდა მიიღოს წლიური ხელფასის 25-25%. დანარჩენი 50% კალათბურთელმა 12 ნაწილად უნდა მიიღოს 15 ნოემბრიდან.

null

ბენ სიმონსის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ კლიენტს 8.25 მილიონს განხორციელებული ტრეიდის შემდეგ ჩაურიცხავენ და გაუუქმებენ ყველა იმ ჯარიმას, რომელიც მანამდე დაეკისრა გამთამაშებელს.

„ეხლა უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ მხარეებმა ერთმანეთს სახეში ესროლეს ხელთათმანები. თუ აქამდე ომი არ იყო გამოცხადებული, ეხლა უკვე ოფიციალური ომი დაიწყო – „ფილადელფია“ ბენ სიმონსის წინააღმდეგ.

ესეთი მდგომარეობის ფონზე, რათქმაუნდა ნოლამდე დავიდა იმის ალბათობა,რომ სიმონსი ისევ ითამაშებს „ფილას“ მაისურით“ – განაცხადა უინდჰორსტმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *