საფრანგეთის ჩემპიონატში ფინალისტები გამოვლინდნენ. გურამ გოგიჩაშვილის და გია ხარაიშვილის რასინგმა ნახევარფინალში სტუმრად წააგო ლა როშელთან – 6:19.
პარიზული გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე თანაბრად ძლიერად დაკომპლექტებულია, საფრანგეთის ჩემპიონატში წარმატების მიღწევას ვერ ახერხებს. გოგიჩაშვილი ამ მატჩში თადარიგში იყო და მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა. ხარაიშვილის არ უთამაშია.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ლექსო ყაულაშვილის, ლაშა ტაბიძისა და ბექა გორგაძის ბორდო ასევე სტუმრად დამარცხდა ტულუზთან – 21:24. ბორდოელები 58-ე წუითიდან, როცა მინიმალური სხვაობით 15:14 იგებდნენ, მატჩის ბოლომდე კაცნაკლულნი დარჩნენ. ამან, ცხადია, თამაშის საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.
ყაულაშვილი თადარიგში იყო და მატჩში 43-ე წუთიდან ჩაერთო, ტაბიძესა და გორგაძეს არ უთამაშიათ.
ამდენად, ფინალში, ისევე როგორც ჩემპიონთა თასზე, ერთამნეთს ტულუზი და ლა როშელი დაუპირისპირდებიან. ჩემპიონთა თასი ტულუზელებს დარჩათ. ვინ მოიგებს საფრანგეთის ჩემპიონობას?