ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მძიმე წონის ფინალშია. მან ნახევარფინალში რუსი ტამერლან ბაშაევი გააკრა ბეჭებზე.
ბრძოლამ მთლიანად თუშიშვილის უპირატესობით წარიმართა. თუმცა, თავიდან ბაშაევმა გურამი თავისივე ილეთზე დაიჭირა და ვაზარი აართვა.
თუშიშვილმა ანგარიში ერთ წუთში გაათანაბრა ძალზედ ეფექტური გდებით. შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი, მეტოქე იპონზე დასცა.
ფინალში თუშიშვილის მეტოქე ჩეხი ლუკას კრპალეკი იქნება.