ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში პირველი ტურის მატჩი გაიმართა. ევროპირველობის დებიუტანტი ფინეთის ნაკრები დანიის ეროვნულ გუნდს შეხვდა და სენსაციურად 1:0 დაამარცხა.
პირველმა ტაიმმა დანიელთა უპირატესობით ჩაიარა და დანიელები ალბათ მოიგებდნენ, რომ არა კრისტიან ერიკსენის შემთხვევა და შოკი, რომელიც საფეხბურთო სამყარომ მიიღო. ერიკსენი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რაც მთავარია თავს უკეთ გრძნობს.
მეორე ტაიმში დანიელებს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეტყოთ, რაც თამაშზეც აისახა. გუნდი აშკარად მოეშვა, რაც მიზეზთა გამო გასაგებიც იყო.
ფინელებმა ერთადერტი გოლი 59-ე წუთზე გაიტანეს. ურონენის ჩაწოდების შემდეგ, პოიანპალომ თავით შეაგდო ბურთი. ფინელებმა გოლი არ აღნიშნეს და ამით მეტოქისადმი პატივისცემა გამოხატეს, არა და როგორია როცა ევროპის ჩემპიონატზე გადიხარ და პირველი გოლი გაგაქვს.
ბელგიის ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ჰოიბიერგის დარტყმული პენალტი ფინელთა კარის დარაჯმა ჰრადერიკმა იღო.
ფინეთის ნაკრები მეორე ტურში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო დანიელები ბელგიას გაეჯიბრებიან.