„ფინიქსელი სტრიპტიზიორები თუ NBA-ს კალათბურთელებისგან დაფეხმძიმდებიან, ამით უპირატესობა გვექნება“

რობერტ სარვერი – 2021 წლის ყველაზე უიღბლო ადამიანად შეგვიძლია ვაღიაროთ. მის მფლობელობაში მყოფი ორივე საკალათბურთო გუნდი ფინალში გავიდა: „ფინიქს სანზი“ NBA-ს ფინალში და „ფინიქს მერკური“ WNBA-ს ფინალში – თუმცა ორივე მათგანი დამარცხდა.

null

„მერკურის“ შემთხვევაში გულის დაწყვეტა ისეთი დიდი დოზით ნამდვილად არ იყო, რადგან დიანა ტაურაზი და მისი თანაგუნდელები WNBA-ს ჩემპიონები 2007, 2009 და 2014 წლებშიც გახდნენ, აი „სანზი“ კი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა სუპერფინალში, სადაც 2:0-ს იგებდა, თუმცა საკალათბურთო სერია საბოლოოდ 2:4 წააგო.

სარვერის უიღბლობათა სერია ამით არ დასრულებულა – მის წინააღმდეგ დიდი სკანდალი აგორდა, რამაც შესაძლოა აიძულოს რობერტი, რომ დათმოს უფლებები ორივე საკალთბურთო გუნდზე.

„ფინიქს სანზის“ მფლობელს არაერთი ბრალდება წაუყენეს:

1. რასიზმი – „სანზის“ ყოფილი მწვრთნელის – ერლ უოტსონის ჩვენებით ირკვევა, რომ „გოლდენ სტეიტთან“ წაგებული მატჩის შემდეგ სარვერი დრაიმონდ გრინს სულ „ნიგერ“-ით მოიხსენიებდა, რადგან მას მსაჯებმა ტექნიკური ფოლი არ მისცეს.

null

2. სექსისზმი – 2015 წელს „პორტლენდის“ ვარსკვლავი ლამარკუს ოლდრიჯი სატრანსფერო ბაზარზე „გამოვიდა“, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლამარკუსს სურდა ტეხასში თამაში, რადგან მისი შვილები სწორედ ამ შტატში ცხოვრობდნენ და მათთან ახლოს ყოფნა იყო მისთვის პრიორიტეტული (გადავიდა სან ანტონიოში). ამ ამბის შემდეგ სარვერს ქონდა იდეა – კარგი იქნება, თუ ფინიქსელი სტრიპტიზიორები NBA-ს ვარსკვლავებისგან დაფეხმძიმდებიან და ბავშვებს გააჩენენ, ეს ჩვენ უპირატესობას მოგვცემს – როდესაც NBA-ს ტოპ მოთამაშები სატრანსფერო ბაზარზე გამოვლენ, მოუნდებათ საკუთარ შვილებთან ერთად ცხოვრება.

null

3. ტოქსიკური სამუშაო გარემო – „ფინიქს სანზში“
ორგანიზაციაში მომუშავე ქალები მუდმივად განიცდიდნენ სექსუალურ ზეწოლას (ფსიქოლოგიური) უფროსებისგან, ხოლო თეთრკანიანები მუდმივად დასცინოდნენ მუქკანიანებს და ავიწროვებდნენ მათ.

4. უხეში ჩარევა საკალათბურთო პროცესში

„სანზი“ ვერაფრით ვერ ახერხებდა ახალი კონტრაქტის გაფორმებას ერიკ ბლედსოუსთან, მოლაპარაკებები გაიწელა. ერიკის აგენტი იმ მომენტში გახლდათ რიჩ პოლი, რომელიც კლუბის მფლობელთან პირადად მივიდა მოსალაპარაკებლად.

საუბარი კამათში გადაიზარდა, რა დროსაც გაბრაზებულმა სარვერმა გადაწყვიტა შური ეძია საკალათბურთო აგენტზე – გუნდიდან გააგდო „სანზის“ მთავარი მწვრთნელი უოტსონი, რომელიც ასევე რიჩ პოლის კლიენტი იყო, ხოლო ბლედსოუ არიზონული გუნდის განაცხადიდან ამოიღეს.

null

NBA-მ უკვე უჩივლა სარვერს სასამართლოში, რომელიც სავარაუდოდ იმით დამთავრდება, რომ რობერტს მოუწევს ორივე კლუბის გაყიდვა (ფინიქს მერკური, ფინიქს სანზი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *