“ფინიქსის“ ზედიზედ მე-16 გამარჯვება

NBA-ს მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება ნიუ იორკში შედგა, სადაც ადგილობრივი „ბრუკლინი“ „ფინიქსს“ დაუპირისპირდა.

„სანზმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს 113:107 მოუგო და ლიგაში ზედიზედ მე-16 გამარჯვება იზეიმა.

„ბრუკლინთან“ მოგებულ შეხვედრაში „ფინიქსი“ ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მუდმივად წინ იყო ანგარიშში. ერთ მომეტში „სანზის“ ჰანდიკაპმა +22 შეადგინა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დევინ ბუკერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა იყო. კრის პოლმა 22 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა აიღო და NBA-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელსაც კარიერული 20 000 ქულა, 10 000 პასი და 5000 მოხსნა დაუგროვდა.

null

„ნეთსის“ რიგებში გამოირჩა კევინ დურანტი – 39 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი. ჯეიმს ჰარდენმა მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა – 12 ქულა, 14 პასი, 13 მოხსნა.

30 ნოემბერს, თუ „ფინიქსი“ „გოლდენ სტეიტს“ (17-2) დაამარცხებს, კლუბის ფრენჩაიზ ისტორიაში დაფიქსირებულ ყველაზე დიდ მოგებათა სერიას გაიმეორებს (ზედიზედ 17 გამარჯვება).

„სანზი“ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება, 20 გამართული მატჩის შემდეგ მათ ანგარიშზე 17 გამარჯვება და მხოლოდ 3 მარცხია. „ფინიქსს“ 27 ოქტომბრის შემდეგ ყველა გამართული მატჩი აქვს მოგებული.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *