„ფინიქსის“ მოგებათა სერია „გოლდენ სტეიტმა“ დაასრულა

NBA-ში დასრულდა „ფინიქსის“ 18 მატჩიანი მოგებათა სერია. „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ „ჩეიზ სენთერში“ უმასპინძლა „სანზს“ და მეტოქე 118:96 გაანადგურა.

არიზონული კლუბი მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – ტრავმის გამო არ თამაშობდა გუნდის ლიდერი დევინ ბუკერი, მის გარეშე კი „ფინიქსს“ ძალიან გაუჭირდა.

null

მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდეს სათამაშო უპირატესობა და ანგარიშში წინ გაიჭრნენ 28:21. მშვენივრად გამოიყურებოდა სტეფ კარი, რომელმაც ახლო და შორი დისტანციებიდან აიკლო მეტოქის კალათი.

მეორე პერიოდში უკვე „სანზი“ გამოფხიზლდა – კრის პოლის პასებით დეანდრე ეიტონმა სრული დომინაცია დაამყარა 3 წამიან ზონაში და პირადად შეამცირა მეტოქესთან ჩამორჩენა 48:51.

null

მეორე ტაიმში „გოლდენ სტეიტი“ საუცხოოდ ათამაშდა – დაცვაში „მარწუხებს მოუჭირა“ და ამან შედეგი მალევე მოიტანა. გაიბრწყინა გარი პეიტონ ჯუნიორმა, რომელმაც დაცვაშიც მშვენივრად ითამაშა, ისევე როგორც შეტევაში(19 ქულა+5 მოხსნა). კარგი იყო ტოსკანო ანდერსონი, კონტრშეტევებზე მისი გაჩერება უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ(17 ქულა, სეზონის საუკეთესო შედეგი). სამწამიანი ზონა „ჩაკეტა“ ნემანია ბიელიცამ, რომელმაც არაერთხელ დააბლოკშოტა მეტოქეები და „ვორიორზმა“ გადამწყვეტი „გაქცევა“ მოახერხა.

მეოთხე მეოთხედის მეორე ნახევარი უკვე მარტივ ფორმალობად იქცა და გუნდებმა სათადარიგო მოთამაშეებით ჩაამთავრეს მატჩი.

null

ტრადიციულად შედეგიანი იყო სტეფ კარი – 23 ქულით, სამმაგ დუბლთან ახლოს იტრიალა დრაიმონდ გრინმა 9 ქულა+9 მოხსნა+9 პასი+6 ჩაჭრა+3 დაფარება.19 ქულა დააგროვა ენდრიუ ვიგინსმა.

„ფინიქსის“ რიგებიდან საუკეთესო შედეგი ქონდა დეანდრე ეიტონს, რომელმაც 23 ქულა დააგროვა.

„გოლდენ სტეიტმა“(19-3) მოპოვებული გამარჯვების ფონზე ისევ დაიბრუნა ლიდერობა სატურნირო ცხრილში და მეორე პოზიციაზე ჩამოაქვეითა „სანზი“ (19-4).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *