ფინიქსი სუპერ ფინალს მიუახლოვდა

STAPLE CENTER-ში „ფინიქსმა“ კავაი ლეონარდის გარეშე დარჩენილი „კლიპერსი“ 84:80 დაამარცხა და საპლეიოფო სერიაში 3:1 დაწინაურდა. არიზონულ ფრენჩაიზს ერთადერთი მოგება აშორებს დასავლეთ კონფერენციის მოგებასთან და სუპერფინალის საგზურის მოპოვებასთან.

null

შეხვედრის სტარტი „სანზს“ უკეთესი გამოუვიდა – 3 წამიან ზონაში დეანდრე ეიტონის დომინანტური თამაშის ფონზე „ფინიქსი“ ჯერ 14:2 დაწინაურდა, მოგვიანებით 21:9. მეოთხედის მიწურულს პოლ ჯორჯმა და ნიკოლას ბატუმმა ზუსტი ტყორცნების ფონზე შეამცირეს მეტოქესთან ჩამორჩენა და პირველი პერიოდი 20:29 წააგეს.

მთელი მატჩის განმავლობაში ორივე გუნდი საშნელი პროცენტით ესროდა პერიმეტრიდან: „კლიპერსმა“ 31 მცდელობიდან მხოლოდ 5 ჩააგდო (16.1%), ხოლო „სანსმა“ 20-დან 4 (20 %).

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ „ფინიქსის“ სასტარტო ხუთეულის ვერცერთმა წევრმა 3 ქულიანი ვერ გამოყენა მთელი შეხვედრის განმავლობაში (კრის პოლი 0-3, დევინ ბუკერი 0-5), არიზონის შტატის წარმომადგენლებმა მეორე მეოთხედიც მოიგეს (21:16) და დიდ შესვენებას 14 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ 50:36.

null

მესამე მეოთხედში „კლიპერსი“ გამოფხიზლდა – პოლ ჯორჯმა და რეჯი ჯექსონმა დაბომბეს მეტოქე ზუსტი ტყორცნებით და ლოს ანჯელესურმა გრანდმა 12 წუთიანი მონაკვეთი 30:19 მოიგო.

მეოთხე მეოთხედის სტარტზე დევინ ბუკერმა მეოტხე პერსონალური მიიღო და სკამზე გადაჯდა, ჯორჯმა 3 საჯარიმო ტყორცნიდან 2 ჩააგდო და მეტოქესთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა 70:71.

„კლიპერსი“ შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე 4-ჯერ მიუახლოვდა „სანს“ ანგარიშში ერთი ქულის დისტანციაზე, თუმცა ვერცერთხელ ვერ შეძლო ვერ ანგარიშის გათანაბრება და ვერც წინ გასვლა.

მეოთხე მეოთხედის დასკვნითი წამები ტაქტიკურ ფოლებსა და ჯარიმების ტყორცნაში გაილია. პოლ ჯორჯმა აქაც ვერ გაუძლო ნერვებთან ჭიდილს და უმნიშვნელოვანესი 1 ქულიანი სროლა გააფუჭა. „ფინიქსმა“ გაძლო და მწირქულიან შეხვედრაში 84:80 იმარჯვა. არიზონული ფრენჩაიზი ძალიან ახლოსაა სუპერ ფინალთან, სადაც „სანზი“ 1993 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ფინიქსის“ ცენტრი დეანდრე ეიტონი გახდა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა, 22 მოხსნა, 3 პასი და 4 დაფარება იყო. 25 ქულა ჩააგდო ბუკერმა, 18 კრის პოლმა.

„კლიპერსის“ რიგებიდან გამორჩეული პოლ ჯორჯი იყო 23 ქულით დ 16 მოხსნით, თუმცა მასპინძელთა მსუბუქმა ფორვარდმა 9-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 6 საჯარიმო გააფუჭა.

null

სერიის მეხუთე შეხვედრა 29 ივნისს ფინიქსის საშანო არენაზე გაიმართება, სადაც „სანსი“ შეეცდება საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მოიგოს მატჩი და 18 წლიანი მოლოდინის შემდეგ ფრენჩაიზი ისევ გავიდეს ნბას სუპერ ფინალში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *