„ფინიქსი“ ჩემპიონობისკენ მიიწევს

ნბა-ს სუპერ ფინალის მეორე მატჩში „ფინიქსმა“ 118:110 სძლია „მილუოკის“ და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

შეხვედრის სტარტი „ბაქსს“ უკეთესი გამოუვიდა – იანის ანტეტენკუმპოს ბრწყინვალე თამაშის ფონზე სტუმრებმა მოახერხეს ანგარიშში წინ გაქცეულიყვნენ.
პირველი მეოთხედის განმავლობაში „მილუოკის“ არცერთ კალათბურთელს პერსონალური შენიშვნა არ მიუღია და ჯამში მხოლოდ ერთხელ დაკარგეს ბურთი. ასეთი აკურატული ასპარეზობის ფონზე „ბაქსმა“ პერიოდი 29:26 მოიგო.

მასპინძელთა რიგებში ძალიან ინერტულად გამოიყურებოდა დეანდრე ეიტონი, რომელიც ვერც დაცვაში ვარგოდა და ვერც შეტევაში.
მეორე მეოთხედის სტარტზე „ფინიქსი“ სამწამიანი ზონიდან აღებული ქულების ფარდობით 2:20-ს აგებდა მეტოქესთან.

null

„სანზის“ მთავარმა მწვრთნელმა – მონტი უილიამსმა აქცენტი პერიმეტრიდან სროლებზე გაააკეთა და მასპინძლებიც მალევე „დაბრუნდნე“ თამაშში.
მაილს ბრიჯესის, ჯეი კრაუდერის და დევინ ბუკერის ზუსტი სამქულიანების ფონზე „ფინიქსმა“ ორჯერ მოაწყო 8 ქულიანი „გაქცევა“ (8:0 და 11:3) და პირველი ტაიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა 56:45.

მეორე ტაიმის სტარტზე შესანიშნავად ათამაშდა კრის პოლი, რომელმაც ლიდერობა საკთარ თავზე აიღო და „სანზის“ ჰანდიკაპმა +15-ს მიაღწია.

სტუმართა რიგებიდან არ წაუვიდათ სროლები კრის მიდლტონს, ჯრუ ჰოლიდეის და ბრუკ ლოპესს. იანის ანტეტენკუმპო ერთადერთი მოთამაშე გახლდათ „მილუოკის“ რიგებიდან რომელიც სტაბილურად აგროვებდა ქულებს.

null

მესამე მეოთხდში ბერძენმა კალათბურთელმა 20 ქულა ჩაუგდო მეტოქეს და უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ეს შეძლო ნბა-ს ფინალების მატჩში (1993 წელს მაიკლ ჯორდანს მეოთხედში 22 ქულა ქონდა ჩაგდებული).

უკანასკნელ პერიოდში, „ბაქსი“ ცდილობდა დაწეოდა მეოტოქეს ანგარიშში და ერთ მომენტში ჩამორჩენა 5 ქულამდეც შეამცირა, თუმცა საჭირო დროს ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო დევინ ბუკერმა და შეხვედრაში ინტრიგაც მოკლა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც „მილუოკის“ ფრენჩაიზ რეკორდი დაამყარა – კლუბის არსებობის ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ნბა-ს სუპერფინალის მატჩში 42 ქულა დააგროვა. ბერძენის ანგარიშზე ასევე გახლდათ 12 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება.

„ფინიქსის“ რიგებიდან გაიბრწყინა მაილს ბრიჯესმა, რომელმაც 27 ქულით დაასრულა შეხვედრა, 31 ქულა ქონდა დევინ ბუკერს, 23 – კრის პოლს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *