“ფინიქს სანზი” NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

„ფინიქსმა“ კრის პოლის 41 ქულის და ფენომენალური თამაშის ფონზე 130:103 დაამარცხა „კლიპერსი“ და დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონობა იზეიმა.

საპლეიოფო სერიაში ანგარიში 4:2 გახდა, რისი წყალობითაც „სანზი“ 1993 წლის შემდეგ, პირველად გავიდა ნბა-ს სუპერ ფინალში.

null

არიზონას შტატის წარმომადგენლებმა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვეს უპირატესობა – სამწამიან ზონაში იტვირთებოდა დეანდრე ეიტონი, რომელმაც 8 ქულის აღება შეძლო საწყის წუთებში.
„კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა – ტაირონ ლუმ მეოთხედის ბოლოს პარკეტზე შემოუშვა დემარკუს კაზინსი, რომელმაც ცოტა გამოაფხიზლა მასპინძელთა თამაში, თუმცა ლოს ანჯელესურმა გუნდმა 12 წუთიანი პერიოდი მაინც წააგო 29:33.

null

მეორე მეოთხედში „ფინიქსის“ უპირტატესობა კიდევ უფრო გაიზარდა – ჯეი კრაუდერი ერთმანეთის მიყოლებით აგდებდა სამქულიანებს, სარიჩმა ზედიზედ 2 შეტევაში გაისროლა ზუსტად პერიმეტრიდან და სტუმრები დიდი სხვაობით მოსწყდნენ მეტოქეს.

მასპინძელთა რიგებში არ წაუვიდა თამაში პოლ ჯორჯს, მის გარეშე კი „კლიპერსს“ ძალიან გაუჭირდა. ლიდერობის თავის თავზე აღება სცადეს რეჯი ჯექსონმა და მარკუს მორისმა, რომელთაც პირადად მოაწყვეს მცირე „გაქცევა“ და შეხვედრაში ინტრიგა გააცოცხლეს, თუმცა დევინ ბუკერმა დროულად გამოაფხიზლა თავისი თანაგუნდელები და „სანზს“ დაუბრუნა ორციფრიანი უპირატესობა.

null

მესამე მეოთხედის უკანასკნელ წუთებზე სცენაზე კრის პოლი გამოვიდა, რომელმაც ნამდვილი მასტერ კლასი ჩატარა და მასპინძლებს წარმატებაზე ფიქრის ყველანაირი აზრი მოუკლა.
„პატარა გენერალმა“ მატჩის მეორე ნახევარში 31 ქულა ჩააგდო და „ფინიქსი“ 20 ქულიანი ჰანდიკაპით გაიყვანა წინ, სანზმა მეოთხე მეოთხედის ბოლო 5 წუთი „გარბიჯ თაიმად“ აქცია და საბოლოოდ 27 ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრის პოლი დასახელდა, რომელსაც 41 ქულა, 8 პასი, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 0 დაკარგვა ქონდა. 22 ქულა ჩააგდო დევინ ბუკერმა, 19 ჯეი კრაუდერმა. მორიგი სოლიდური ორმაგი დუბლი ქონდა დეანდრე ეიტონს 16 ქულა+17 მოხსნა.

„კლიპერსის“ რიგებდინა 26 ქულით გამოირჩა მარკუს მორისი, 21 ქულა ჩააგდო პოლ ჯორჯმა, თუმცა პერიმეტრიდან ძალიან ცუდად ესროლა – 6 მცდელობიდან მხოლოდ ერთი სამქულიანი „ჩასვა“ კალათში.

null

„ფინიქსი“ ნბა-ს სუპერფინალში მესამედ გავიდა. „სანზმა“ 1976 წელს ჯონ ჰავლიჩეკის და ჯო ჯო ვაითის “ბოსტონთან” წააგო ფინალური სერია 2:4, ხოლო 1993 წელსმაიკლ ჯორდანის, სკოტი პიპენის და ჰორას გრანტის „ჩიკაგოსთან“ 2:4.

2021 წლის ნბა-ს სუპერ ფინალში „სანზი“ „მილუოკისა“ და „ატლანტას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ჯერჯერობით ანგარიში 2:2-ია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *