ფიური ბრძოლას გამოეთიშა, ჯეიკ პოლი ისევ ვუდლის დაუპირისპირდება

ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანი მოკრივე, ჯეიკ პოლი, 19 დეკემბერს ლეგენდარული ტაისონ ფიურის ძმას, ტომი ფიურის უნდა დაპირისპირებოდა. თუმცა დღეს გახდა ცნობილი, რომ ეს უკანასკნელი ბრძოლას ნეკნის ტრავმის გამო გამოეთიშა. ფიური UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ტაირონ ვუდლიმ ჩაანაცვლა.

ჯეიკისა და ვუდლისთვის ეს რიგით მეორე დაპირისპირება იქნება. პირველ ბრძოლაში, რომელიც ამ წლის ზაფხულში გაიმართა, ჯეიკმა ყოფილი ჩემპიონი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. პოლმა ტაირონს იქვე, რინგზევე მისცა პირობა, რომ თუ მის სახელს ამოისვირინგებდა, რემატჩის შანსსაც მიიღებდა. ვუდლიმაც წარწერა “მე მიყვარს ჯეიკ პოლი” შუა თითზე ამოისვირინგა, თუმცა პოლმა ვუდლის მაგივრად ბრძოლა ტომი ფიურისთან დაგეგმა. ფიურის ტრავმამ კი ვუდლის შანსი მისცა, ჯეიკთან დაწყებული საქმე დაასრულოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *