ფიური: რონალდუს დარჩენა ნეგატიური შეიძლება გამოდგეს…

მსოფლიო ჩემპიონმა კრივში, ტაისონ ფიურიმ მანჩესტერ იუნაიტედში რონალდუს ამჟამინდელ კარიერაზე ისაუბრა

„რონალდუს დარჩენა დიდებული იქნება, თუმცა ასეთი თეორიაც არსებობს: რონალდუს გარეშე მანჩესტერი მეორეზე გავიდა, რონალდუსთან ერთად – მეექვსეზე.

ხალხი იტყვის: „მისი ოცი გოლის გარეშე უფრო დაბლა ვიქნებოდით“, მაგრამ სანამ კრიშტიანუ მოვიდოდა, წინა სეზონში, უკეთესი შედეგი დავაფიქსირეთ.

გუნდს როდესაც რონალდუს კლასის სუპერვარსკვლავი ჰყავს, ყველა მასზეა დამოკიდებული, როცა ის მოედანზე არ იქნება – თავად გაიტანენ.

არ ვამბობ, რომ კრიშტიანუ ჩვენთვის უსარგებლოა, ძალიან კარგია, მაგრამ ხანდახან ახალგაზრდები ვარსკვლავის ჩრდილში რჩებიან.

მათ თავის დამტკიცების შანსი არ ეძლევათ, რადგან იქ დიდებული რონალდუა,“ – თქვა ფიურიმ

 

Leave a comment

Your email address will not be published.