ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ცხადია საქართველოს ეროვნული გუნდია, რომელიც რეიტინგში 82-ე ადგილზეა. წინა რეიტინგში საქართველოს ნაკრები 85-ე პოზიციაზე იყო, ვილი სანიოლის შეგირდებმა 3 ადგილით წინ წაიწიეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში 4 მატჩი ჩაატარა. სანიოლის დამოძღვრილებმა გიბრალტარს 4:0 მოუგეს, ბულგარეთს 5:2, ჩრდ. მაკედონია 3:0 დაამარცხეს და ბოლო შეხვედრაში ბულგარეთთან უგოლო ფრე ითამაშეს. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 2 თამაში დარჩა, შინ ჩრდ. მაკედონიასთან და გასვლაზე გიბრალტართან.
ფიფას რეიტინგის ათეული შემდეგნაირია:
- ბრაზილია
- ბელგია
- არგენტინა
- საფრანგეთი
- ინგლისი
- ესპანეთი
- იტალია
- ნიდერლანდები
- პორტუგალია
- დანია
ფოტო: ეროვნული ნაკრები