ფიფამ და უეფამ რუსეთი გარიცხეს

მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა, ფიფამ და უეფამ რუსული კლუბები და ნაკრებები მათი ტურნირებიდან მოხსნეს. ამრიგად რუსეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში და შესაბამისად მუნდიალზე მონაწილოებას ვერ მიიღებს.

ფიფას საბჭოსა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული პირველადი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც დამატებითი ზომების მიღებას ითვალისწინებდა, დღეს სტრუქტურებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და ნაკრებთან ერთად ვერც რუსული კლუბები იასპარეზებენ მათი ეგიდით გამართულ ტურნირებზე.

“ფეხბურთი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულთა გამო. ფეხბურთის ფუნქციონერები იმედოვნებენ, რომ უკრაინაში სიტუაცია მალევე გაუმჯობესდება, რათ ფეხბურთი კვლავ იქცეს ხალხთა ერთიანობის და სიმშვიდის ვექტორად.”-ნათქვამია საფეხბურთო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *