პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცეზარ კულეშამ სამარცხვინო უწიდა ფიფას გადაწყვეტილებას… ისინი მაინც არ აპირებენ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს.
„ფიფას სამარცხვინო გადაწყვეტილების გამო, პოლონურმა მხარემ ევროპის ყველა საფეხბურთო ფედერაციას გაუგზავნა წერილი. მათ გავაცანით ჩვენი პოზიცია და ვთხოვეთ ერთად დგომა. ჩვენს მხარეზე გადმოსვლა ნიშნავს, რომ უფრო ძლიერები გავხდებით“ (პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის Twitter-ი).
საქმე ისაა, რომ ფიფამ განაცხადა: მარტში მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში რუსეთის ნაკრები ითამაშებს, ოღონდ ჰიმნის, დროშისა და ფანების გარეშე, ნეიტრალურ მოედანზე და ასევე, არა რუსეთის არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის (რსკ) სახელით. დაახლოებით ისე, როგორც ოლიმპიადაზე იყო.
პოლონური მხარე მაინც უარზეა და ეს ნორმალურიცაა. თამაში მაინც რუსების წინააღმდეგ უწევთ. ასევეა შვედეთიც…
და ინგლისის ბოიკოტი: ნებისმიერ პოტენციურ მატჩს ბლოკავენ რუსების წინააღმდეგ. ეს ცოტას არ ნიშნავს.
და ალბანეთმაც უარი განაცხადა ეგრეთ წოდებულ რსკ-სთან დაპირისპირებაზე. ალბანეთი-რსკ ივნისში ერთა ლიგაზეა.
რა არის გამოსავალი? ამ დროისთვის რთული სათქმელია. თუ ბევრი და გავლენიანი საფეხბურთო ფედერაცია გაერთიანდება რუსეთის (რსკ) წინააღმდეგ, მაშინ ფიფას გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს…