ფიფას რევოლუცია? – 30 წუთიანი ტაიმები, ულიმიტო შეცვლები, ახალი ყვითლები…

ფიფაში საფეხბურთო წესების სერიოზულ ცვლილებებზე მუშაობენ. კერძოდ ტაიმი შესაძლოა 30 წუთიანი გახდეს, თუ კი ამჟამად 5 ცვლილებაა ნებადართული, შეცვლებზე ლიმიტი შესაძლოა მოიხსნას, ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ფეხბურთელს მოედნის 5 წუთით დატოვება მოუწევს, იმ შემთხვევაში თუ ახალი წესები დაინერგება, ფეხბურთელები აუტს ფეხით მოაწვდიან, რაც სახიფათო მომენტების რაოდენობას გაზრდის.

აღნიშნულ წესებს ერთერთ 19 წლამდე ტურნირზე ტესტავენ. ტურნირის დასრულების შემდეგ, ფიფაში იმსჯელებენ და შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ღირს თუ არა ახალი წესების დანერგვა.

Leave a comment

Your email address will not be published.