ფიფამ რეიტინგი გამოაქვეყნა. ეს 27 მაისის შემდეგ პირველად… საქართველოს ნაკრები სამი საფეხურით დაწინაურდა და 91-ე ადგილზეა. ეს რუმინეთთან მოგებამ მოიტანა, მერე კი იყო ნიდერლანდებთან წაგება… კონკრეტულად უეფას წევრ ქვეყნებს შორის საქართველო მე-40 ადგილზეა, ანუ 15 ნაკრებს უსწრებს. სექტემბრის თვეში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვლება.
ისე, სომხეთი 88-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 112-ზე.
ლიდერი არ შეცვლილა და ისევ ბელგიაა. მეორეზე გადაინაცვლა ბრაზილიამ. ევროპის ჩემპიონი იტალია მეხუთეზეა და სხვათა შორის, ეს სკუადრას საუკეთესო პოზიციაა ბოლო 8 წლის განმავლობაში.
აი, ოცეულიც: თვალში მოსახვედრია გერმანიის მე-16 ადგილი…1. ბელგია, 2. ბრაზილია, 3. საფრანგეთი, 4. ინგლისი, 5. იტალია, 6 არგენტინა, 7 ესპანეთი, 8 პორტუგალია, 9 მექსიკა, 10 აშშ, 11 დანია, 12 ნიდერლანდები, 13 ურუგვაი, 14 შვეიცარია, 15 კოლუმბია, 16 გერმანია, 17 შვედეთი, 18 ხორვატია, 19 უელსი, 20 ჩილე