ორშაბათს, მანჩესტერ იუნაიტედის შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ ფიფას საგანგებო პრიზი მიიღო სანაკრებო მიღწევის გამო. 2021-ში პორტუგალიელმა თავისი სანაკრებო გოლების რაოდენობა 115-მდე გაზარდა და ირანელი ალი დაეის ოდინდელი რეკორდი დაამხო, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით 109 ბურთი გაეტანა.
კრიშტიანუ ციურიხში ფეხმძიმე მეუღლე ჯორჯინა როდრიგესთან და უფროს ვაჟთან, კრიშტიანუ-უმცროსთან ერთდ ჩაფრიდა საკუთარი თვითმფრინავით.
ცერემონიისას კი თქვა: „მადლობა ჩემს პარტნიორებს, რომლებმაც სასუალება მომცეს ასეთი შედეგისთვის მიმეღწია. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ნაკრების მაისურით ამდენ გოლს გავიტანდი. გულითადი მადლობა კი ჩემს ოჯახს. მეუღლესა და ბავშვებს. მალე ისევ მამა გავხდები და ეს განსაკუთრებით მაამაყებსო“.