ეგვიპტის ნაკრების კაპიტანმა მოჰამედ სალაჰმა ფიფას დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. სალაჰმა საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის რეალის თავდამსხმელი ვინისიუსი აირჩია, ჯილდოს მფლობელი ლიონელ მესი კი საუკეთესო სამეულში არ შეიყვანა.
მეორე ადგილზე ეგვიპტელმა მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი დაასახელა, მესამეზე – პსჟ-ის მცველი აშრაფ ჰაკიმი.
შეგახსენებთ, რომ ამ ნომინაციაში გამარჯვებული არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელი ლიონელ მესი გახდა. მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი კილიან მბაპე გავიდა, მესამეზე – მადრიდის რეალის ფორვარდი ქარიმ ბენზემა.
თავად სალაჰმა ამ კენჭისყრაში მე-14 ადგილი დაიკავა.