ფიფა თანხას გაანაწილებს იმ კლუბებზე, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელები მიავლინეს. თანხა 209 მილიონი დოლარია.
The Times-ის ცნობით, ყველაზე მეტს მანჩესტერ სიტი აიღებს – 5,6 მილიონ დოლარს. სიტის 16 ფეხბურთელი წავიდა მუნდიალზე. ბარსელონა 4,1 მილიონს მიიღებს, მანჩესტერ იუნაიტედი 3,62-ს.
კლუბებს შორის რანგით მეორე ლიგის წარმომადგენლებიც არიან. ერთი შემთხვევა გავიხსენოთ: ავსტრალიელმა მიჩელ დიუკმა ტუნისს გადამწყვეტი გოლი გაუტანა და ჯგუფიდან გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.
დიუკი იაპონიის მეორე ლიგის ოკაიამაში თამაშობს.