ფიჯელების დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში

არესი-აია 28:38
არესი: 4ლ – შვანგირაძე, სამხარაძე, ჩეჩელაშვილი, გ.კობახიძე. 4გ – თევდორაძე (3), კვირიკაშვილი.
სინბინი: ერისთავი, დანგაძე
აია: ჯულუხაძე, მარგველაშვილი, მოდებაძე, ხონელიძე, საჯარიმო. 4გ – ლომიძე (3), მოდებაძე. ს – ლომიძე.
სინბინი: არეშიძე
მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი ქუთაისური დერბით განახლდა. ქუთაისის არესი ნომინალური მასპინძელი იყო და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ აიასთან 28:38 დამარცხდა.
ამ უხვქულიან მატჩში აიას შემადგენლობაში ორი ლეგიონერის, ფიჯელი უკანახაზელების ლისალა ნასეგესა და მელი ნაჰოლოს დებიუტი შედგა.
პირველი ტაიმი, რომელიც აიამ 24:21 მოიგო, მეორეზე ბევრად დაძაბული გამოდგა. შესვენების შემდეგ ქვეყნის ჩემპიონი 54-ე წუთზე ათი ქულით დაწინაურდა – 31:21. ეს ნაგარიში მატჩის 76-ე წუთამდე შენარჩუნდა.
არესმა მორკინალების ძალისხმევით ლელო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა. თუმცა, აიამ საპასუხო შეტევა ასევე ლელოთი დაასრულია და ანგარიშში სხვაობა ისევ 10 ქულამდე გაზარდა – 38:28. არესს დარჩენილი წუთნახევარი მატის გადარჩენად აღარ ეყო.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი – 43 ქულა, 2. ყოჩები – 34, 3. ხარები – 33, 4. აკადემია – 26, 5. ლელო – 26, 6. აია – 24, 7. არესი – 20, 8. ლოკომოტივი – 20, 9. იუნკერები – 9, 10. ყაზბეგი – 3.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *