ფიჯიმ იაპონია გაჭირვებით დაამარცხა

Tokyo 2020 Olympics - Rugby Sevens - Men - Pool B - Fiji v Japan - Tokyo Stadium - Tokyo, Japan - July 26, 2021. Masakatsu Hikosaka of Japan in action. REUTERS/Siphiwe Sibeko

ტოკიოს ოლიმპიადაზე სტარტი აიღო რაგბი 7-ის ტურნირმა. გახსნით შეხვედრაში იაპონიის ნაკრები მოქმედ ჩემპიონ ფიჯის დაუპირისპირდა და „სამურაებმა“ საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნეს კუნძულელებს.

შეხვედრის პირველივე წუთზე „მფრინავმა ფიჯელებმა” ლელოს დადება მოახერხეს – ჰაერშ დაკიდებულ ბურთს იაპონელები ვერ გაუმკლავდნენ, ქაოსურ სიტუაციაში კი ყველაზე უკეთ ვაინიკოლო გაერკვა, რომელმაც ხაზი გაჭრა და ბურთი დაამიწა მეტოქის ჩათვლის მოედანში.

null

2 წუთში მასპინძლებმა საპასუხო ლელო გაიტანეს – მაცუიმ საკთარ 22 მეტრიან ზონასთან მიიღო ბურთი, ფინტებით გაცდა ფიჯელთა ერთბაშად სამ მორაგბეს და შემდეგ მისი დამწევი აღარავინ იყო.
მე-4 წუთზე იაპონელებმა ისევ მარტივად წააგეს საჰაერო ბრძოლა, ბურთი ხელთ იგდო ფიჯელმა ბელეივაირიკიმ, რომელმაც მაღალი სისწრაფის ხარჯზე გაასწროს ყველას და საკუთარ ნაკრებს ლიდერობა დაუბრუნა 12:7.
მსაჯის მიერ კომპანსირებული დრო მიდიოდა, როდესაც „სამურაებმა“ მარჯვენა ფლანგზე ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, ოფლოადის შემდეგ ლოტე ტუკირი „გაძვრა“ თავისუფალ სივრცეში და ანგარიშ გაათანაბრა, ფუჯიტამ ზუსტად შეასრულა გარდასახვა და იაპონიამ პირველი ტაიმი მოიგო 14:12.

მასპინძლებმა შეხვედრის მეორე ნახევარიც წარმატებით დაიწყეს – იაპონელებმა მაღალი ბურთი დაკიდეს მეტოქის ნახევარზე, საჰაერო ბრძოლა სოეჯიმამ მოიგო, რომელმაც ბოლომდე ირბინა და მარცხენა კუთხეში ლელოც დადო 19:12.

null

ყველაფერი სენსაციური შედეგისკენ მიდიოდა, თუმცა ფიჯელებმა ძალები მოიკრიბეს და შეცვლაზე შემოსული ნასუქუს 2 ლელოთი იაპონელებს ხელიდან გამოგლიჯეს გამარჯვება 24:19.

დიდმა ბრიტანეთმა დენ ნორტონის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე(დადო 2 ლელო) მშრალი ანგარიშთ მოუგო კანადას 24:0, ახალმა ზელანდიელებმა 50:5 გაანადგურეს სამხრეთ კორეა, დადებული ლელოებით დუბლი შეასრულეს მიკელსონმა და ვარბრიკმა.

სამხრეთ აფრიკამ კლასის და გამოცდილების ხარჯზე სძლია ირლანდიას 33:14, ხოლო ამერიკამ ჰიუზის მიერ დამატებით დროში დადებული ლელოთი მოუგო კენიას 19:14.

არგენტინამ პირველ ტაიმში 22 უპასუხო ქულა გაუტანა ავსტრალიას (დადეს 4 ლელო – კინტი, ოსაძუკი, მონეტა, მენდი), თუმცა „ოზები“ მატჩს მეორე ნახევარშ გამოფხიზლდნენ და 19:-0 გაქცევით უპასუხეს მეტოქეს 19:22.

ვა-ბანკზე წასული ავსტრალია კონტრშეტევაზე დაიჭირეს არგენტინელებმა და ბაზანის მიერ დადებული ლელოთი შეხვედრას წერტილიც დაუსვეს 29:19.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *