საფრანგეთში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ფიჯის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი ვერნ კოტერი თებერვლის დასაწყისში გადადგა. მას შემდეგ ფიჯის რაგბის კავშირი ახალი მწვრთნელის ძიებაში იყო. ფიჯელებმა კიდევ ერთი ახალზელანდიელი სპეციალისტის სკოტ რობერტსონის დაყაბულება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლახან კი, ჩვენი მეტოქის მთავარ მწვრთნელად ფიჯის ნაკრების ყოფილი კაპიტანი საიმონ რაივალუი დაინიშნა.
ეს სპეციალისტი აქამდე ჯერ ავსტრალიის ნაკრების შერკინების მწვრთნელი გახლდათ. მერე 2019 წელს ფიჯის რაგბის კავშირში მაღალი მიღწევების მენეჯერი გახდა. ის ასევე ფრანგული რასინგის ერთ-ერთი მწვრთნელი იყო.